TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოციალური ბიუჯეტი 1 მილიონი ლარით გაიზარდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოციალური ბიუჯეტი 1 მილიონი ლარით გაიზარდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოციალური ბიუჯეტი 1 მილიონი ლარით გაიზარდა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოციალური ბიუჯეტი 1 მილიონი ლარით გაიზარდა. სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დაფინანსება 1 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამურად 6 მილიონ ლარს შეადგენს.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 22 სოციალური პროგრამა მოქმედებს. 

როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა განაცხადა, გაზრდილია ცალკეული დახმარებების ლიმიტები და ცვლილებები შევიდა სოციალური დახმარების გაცემის წესშიც, რათა მხარდაჭერა მოქალაქეთა საჭიროებებს მაქსიმალურად მოერგოს. 

„სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დაფინანსების 1 მილიონი ლარით გაზრდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს დამატებითი მხარდაჭერაა იმ მიმართულებისთვის, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს მოქალაქეთა საჭიროებებზე. ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათ საჭიროებებზე ეფექტიანი რეაგირება მოვახდინოთ. წლის ბოლომდე ორი თვეა დარჩენილი, ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში განცხადებების განხილვა და მოქალაქეთა საჭიროებებზე რეაგირება მაქსიმალურად აქტიურ რეჟიმში წარიმართოს. 

მერის დავალებით, წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მივმართეთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია მოქალაქეთა კონკრეტული საჭიროებების შესახებ, რათა შესაბამისმა კომისიამ დახმარების საკითხები დროულად, სამართლიანად და ობიექტურად განიხილოს. მუნიციპალიტეტი იმუშავებს როგორც ერთჯერადი ფინანსური დახმარებების, ისე მოქალაქეთა სხვა სოციალური საჭიროებების მიმართულებით. წლის ბოლომდე გათვალისწინებულია საახალწლო ერთჯერადი სოციალური დახმარებების გაცემაც“, - განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu