რეკლამა

ქუთაისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ქუთაისში ბავშვთა  დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ქუთაისში ბავშვთა  დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

  ქუთაისის მერიამ პატარებს ბავშვთა  დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ახალგაზრდობის პარკში  უმასპინძლა.

 ბავშვებისთვის პარკში მოწყობილი იყო  გასართობი სივრცეები, ჩატარდა სახელოვნებო და სპორტული აქტივობები, ქუთაისის საბავშვო სტუდიების კონცერტი, პატარების მხიარული განწყობის შექმნაზე იზრუნეს ანიმატორებმა, მულტფილმების პერსონაჟებმა და კოსტიუმირებულმა მსახიობებმა. 

"ბავშვთა დაცვის დღეს ვულოცავ ყველა პატარას! ბავშვები უნდა იზრდებოდნენ    მშვიდობიან,  ჯანსაღ გარემოში და ჩვენ, უფროსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის.ბედნიერი ბავშვობა და ნათელი მომავალი ჰქონდეს ყველა ბავშვს მთელ მსოფლიოში!" - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები