რეკლამა

რით დაინტერესდა იმერეთში მყოფი ჩინეთის დელეგაცია?

რით დაინტერესდა იმერეთში მყოფი ჩინეთის დელეგაცია?

იმერეთში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუიჯოუს პროვინციის დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა ტურისტული ლოკაციები დაათვალიერა. ისინი ანტიკური ქალაქის ისტორიას ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გაეცნენ. მათ ადგილზე ნახეს ექსპონატები, რომლებიც ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით. 

ასევე, დელეგაციის წევრები ბაგრატის ტაძარზე იმყოფებოდნენ.  ბაგრატის ტაძარი ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლია, როგორც არქიტექტურული გადაწყვეტით ასევე სიმბოლური მნიშვნელობით. ის ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლოა.

გუიჯოუს დელეგაცია მეღვინეობას ,,ჭური ჩინებული” ესტუმრა და ადგილზე გაეცნო იმერული ღვინის დამზადების პროცესს.

,,ჭური ჩინებული” წარმოადგენს მცირე ზომის მეღვინეობას, რომელიც დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონში, მეორე სვირში მდებარეობს. მეღვინეობა აწარმოებს ღვინოებს, როგორც ქვევრში (ქართული ტრადიციული მეთოდით), ისე უჟანგავი ფოლადის ავზებში კონვენციური მეღვინეობის ტექნიკების გამოყენებით.

ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია მთელ მსოფლიოში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახლოებით 8000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები