TOPNEWS » მთავარი თემა » ტყიბულის სამხატვრო სკოლის ახალ შენობაში მოსწავლეები ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მეთოდების დაუფლებასაც შეძლებენ
ტყიბულის სამხატვრო სკოლის ახალ შენობაში მოსწავლეები ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მეთოდების დაუფლებასაც შეძლებენ
ტყიბულის სამხატვრო სკოლა “ვიზუალური ხელოვნებისა და ინოვაციების სკოლის” ახლად რეაბილიტირებულ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საუკეთესო გარემოში გააგრძელებს ფუნქციონირებას, სადაც მოსწავლეები ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მეთოდების დაუფლებასაც შეძლებენ.
ახალი შენობის გახსნა სამხატვრო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს იმერეთის სამხატვრო კავშირის თავმჯდომარემ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხატვრო საზოგადოების წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს.
პროექტი, რომლის ღირებულებამ 469 700 ლარი შეადგინა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.





