რეკლამა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე წელს ოთხი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე წელს ოთხი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, სიმბოლურად შენობის საძირკველში, კაფსულის ჩადებით გაიხსნა. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში 50 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 1 278 332, 94 ლარს შეადგებს.

სამშენებლო სამუშაოები 2023 წლის ივლისის თვეში დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წლის აგვისტოს თვეშია დაგეგმილი.

პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება, ეწყობა ბაღის შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. იგი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და მათი უსაფრთხოებისთვის დადგენილ ნორმებს სრულად დააკმაყოფილებს.  

"აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის დახმარებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე წელს ოთხი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, აგრეთვე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ორს, აღნიშნული პროცესი კვლავ გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, ის, რომ ყველაფერი ჩვენი პატარებისთვის კეთდება.’’ აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები