TOPNEWS » მთავარი თემა » რა გაკეთდა ქუთაისში 2023 წელს?

რა გაკეთდა ქუთაისში 2023 წელს?

რა გაკეთდა ქუთაისში 2023 წელს?

ქუთაისის მერია 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს. 

მერიის ცნობით, მიმდინარე წელს ურბანული განახლების 14 პროექტი განხორციელდა, რაშიც 6 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში, განახლდა კორპუსების ფასადები და გამარჯვების მოედანზე არსებული თაღი. 

2023 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის 12 პროექტი განხორციელდა, რაშიც 9.5 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში, გამსახურდიას ქუჩასა და ავტომშენებლის გამზირზე ტროტუარები მოეწყო. 

მიმდინარე წელს მოეწყო და განახლდა 3 სკვერი, რისთვისაც 2.3 მილიონი ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, მოეწყო ჯომარდობის ბაზა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სასახლეს და ხახალეიშვილის სახელობის ძიუდოს სკოლას. 

2023 წელს ქუთაისში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენგელია არენას და  აშენდა ოლიმპიური საცურაო აუზი. 


საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu