“მინდა ჩემი გამოცდილება, ცოდნა და მუხტი მთლიანად მიმართული იყოს იმისთვის, რომ ავტომშენებლის უბანში კიდევ უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ”

ალეკო თამაზაშვილი ქუთაისში, ავტომშენებლის ოლქში “ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.
ალეკო თამაზაშვილი დაიბადა ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური გიმნაზია და სწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტზე განაგრძო.
უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში და მუშაობა მისივე პროფესიით განაგრძო. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი
“დავიბადე ქუთაისში. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ამ ქალაქში და ავტოქარხნის დასახლებაში გავატარე. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, დავბრუნდი ჩემს მშობლიურ ქალაქში და სამშენებლო სფეროში, პროფესიულ საქმიანობას შევუდექი, რასაც ვფიქრობ, დღემდე წარმატებით ვაგრძელებ.
მყავს მეუღლე და ორი შვილი. სწორედ ოჯახის და მშობლიური ქალაქის სიყვარულმა ჩამომიყალიბა სურვილი, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდო ჩვენი უბნის განვითარებას და ადგილობრივების საჭიროებებს. მინდა ჩემი გამოცდილება, ცოდნა და მუხტი მთლიანად მიმართული იყოს იმისთვის, რომ ავტომშენებლის უბანში კიდევ უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ,”-ამბობს კანდიდატი.