TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის საკრებულოში მოხვედრის სურვილს 4 პარტია გამოთქვამს
ქუთაისის საკრებულოში მოხვედრის სურვილს 4 პარტია გამოთქვამს
ქუთაისის ახალი, მერვე მოწვევის საკრებულოში მოხვედრის სურვილს 4 პოლიტიკური პარტია გამოთქვამს. მმართველი გუნდის გარდა, საკრებულოში შესვლის სურვილი “კონსერვატორებმა”, “ლელო”-მ და პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” გამოთქვეს.
ქალაქის საკრებულო 25 წევრით დაკომპლექტდება, აქედან 10 მაჟორიტარი იქნება.
4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისში 10 მაჟორიტარული ოლქია.
🔹ავტოქარხნის მაჟორიტარული ოლქი
🔹ავტომშენებლის მაჟორიტარული ოლქი
🔹გამარჯვების მაჟორიტარული ოლქი
🔹უქიმერიონის და გუმათის მაჟორიტარული ოლქი
🔹ქალაქ-მუზეუმის მაჟორიტარული ოლქი
🔹საფიჩხიის მაჟორიტარული ოლქი
🔹კახიანოურის მაჟორიტარული ოლქი
🔹ძელქვიანის მაჟორიტარული ოლქი
🔹ნიკეას მაჟორიტარული ოლქი
🔹სულხან-საბა-ვაკისუბნის მაჟორიტარული ოლქი.




![- [x] ბაღდათის მერია სამძიმრის წერილს აქვეყნებს](/uploads/posts/2023-10/3c3bdfbc-8870-4ca4-843e-d1e6d1c5ea1d.jpg)
