ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ( დეკანი: ლუკა დვალიშვილი, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი: ინგა აბრამიძე) მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჰუმანიტარული მეცნიერებები გლობალიზაციის ეპოქაში“ ჩატარდა.
კონფერენცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება" ჩაერთო გაერთიანების მმართველის ვაჟა ჯუღელისა და მმართველის მოადგილის ბაია კოღუაშვილის ინიციატივით.
კონფერენციის ფარგლებში სტუმრების წინაშე წარსდგა და დიდი მოწონება დაიმსახურა გაერთიანებასთან არსებულმა ირინა ლომინაძის კაპელამ. ჩატარდა დ. მხეიძის სახ. ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმის გამოფენა „ძველი ქუთაისი“.
ასევე, აწსუ -ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის საშემსრულებლო ხელოვნების ვოკალური განყოფილების სტუდენტებისთვის და მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებისთვის, მილანის ჯუზეპე ვერდის სახელობის კონსერვატორიის პროფესორმა, ჯუზეპე ვერდის შთამომავლმა, ცნობილმა დირიჟორმა და კომპოზიტორმა სიმონე ფერმანმა ჩაატარა მასტერკლასი, რომელშიც მონაწილეობდნენ სასწავლებლის სოლო სიმღერის განყოფილების მოწავლეები : ნინო მუშკუდიანი( პედ: ლომაკინა, კონცერტმაისტერი : ირმა სინაურიძე), ლუსია სააკაშვილი ( პედ: მაჩალაძე, კონცერტმაისეტერი: თეონა ფურცხვანიძე), ანა მარუაშვილი( პედ: ირინა ჟორჟოლიანი, კონცერტმაისტერი ნესტან რობაქიძე).
კონფერენციის მეორე დღეს სტუმრები და სიმონე ფერმანი ეწვივნენ ზ. ფალიაშვილის სახ. მემორიალურ სახლ-მუზეუმს და გაეცნენ ზ. ფალიაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობის ისტორიას. მუზეუმში სპეციალური მოწვევით სტუმრების წინაშე წარსდგა მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის წარმატებული მოსწავლე ნინი სანოძე ( კონცერტმაისტერი: კესო ზვიადაძე).
ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასა“ და ცნობილ დირიჟორს სიმონე ფერმანეს შორის ურთიერთთანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.