24 დეკემბერს ხარაგაულში მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართება
24 დეკემბერს, 19:00 საათზე, ხარაგაულში, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, საახალწლო კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: სოფო ბედია, თემურ თათარაშვილი, მაია ჯაბუა, ელენე ფოჩხუა, ტატო გოდერძიშვილი, ნინუცა ბედიაშვილი, ნათია პერანიძე , ლიკა დოლიძე და like-ბენდი.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები ასევე მოიცავს საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს. ღონისძიებების პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუა დაასაჩუქრებს.
16:00 - ღონისძიების დასაწყისი;
16:00 - 18:00 ანიმატორების შოუ;
17:00 - 18:00 სანტას შეხვედრა ბავშვებთან და საჩუქრების დარიგება;
18:00 - კონცერტის დასაწყისი;
20:00 - ფოიერვერკი
შემოგვიერთდით, ერთად შევქმნათ ჯადოსნური განწყობა!





