რეკლამა

ქუთაისში პოპულარული გრაფიტი "ვინი" აღადგინეს

ქუთაისში პოპულარული გრაფიტი "ვინი" აღადგინეს

ქუთაისში პოპულარული გრაფიტი "ვინი" აღადგინეს. 

პროექტ "ქარავან არტ ფორუმის“ ფარგლებში მოხატული კედელი გასულ წელს დააზიანეს. გრაფიტის ავტორი, ფრანგი არტისტი ვინი მასონი გამოეხმაურა ამ ფაქტს და განაცხადა, რომ ნახატს ის აღადგენდა.

ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, ვინი მასონი ქუთაისში ჩამოვიდა და დაზიანებული გრაფიტი სრულად განაახლა. კედლის მოხატვა-რესტავრირებაში მონაწილეობა მიიღეს ა(ა)იპ "ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალის - გ. მაისურაძის სახ. სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა. 

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი მხატვარს მუშაობის პროცესში ესტუმრა, მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები