ცაგერის მუნიციპალიტეტი ახალი წლისთვის ემზადება.
"ქალაქ ცაგერში საახალწლო განათებები უკვე ჩაირთო. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ცაგერის მუნიციპალიტეტს საახალწლო ილუმინაციები საჩუქრად გადაეცა. განათებები და ილუმინაციები სკვერებსა და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე დამონტაჟდა.
25 დეკემბერს, ქალაქ ცაგერში, რუსთაველის ქუჩაზე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარედ, საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, ხოლო 7 იანვარს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ცაგერის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება გაიმართება,"-აცხადებენ ცაგერის მერიაში.