ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება" აცხადებს საგანმანათლებლო ბლოგების კონკურსს (თემა თავისუფალი). კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს განათლების, მეთოდური და სწავლების ხარისხის მართვის განყოფილება. კონკურსში მონაწილეობას ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების VII - XI კლასის მოსწავლეები იღებენ. მონაწილეებს ბლოგების მოსამზადებელი დრო განესაზღვრებათ 2024 წლის 1 თებერვლიდან 20 მარტამდე.
"მ/წლის 1აპრილს დროებითი კომისიის მიერ მოხდება გამარჯვებული სკოლების გამოვლენა და დაჯილდოვება. მოსწავლეები იკვლევენ თავისუფალ თემაზე მათთვის საინტერესო თემატიკას, ჩამოაყალიბებენ საკუთარ ხედვას და მოძიებულ ინფორმაციას წარმოადგენენ ბლოგის სახით. თითოეული სკოლა წარმოადგენს ერთ ნამუშევარს;
დებულება, დეტალური ინფორმაცია და კრიტერიუმები ქუთაისის ყველა საჯარო და კერძო სკოლას ელექტრონულად მიეწოდება მ/წლის 1თებერვლამდე; კონკურსზე, ბლოგების ავტორები თავად გააკეთებენ საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციას, რის საფუძველზეც, დროებითი კომისიის მიერ გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
I - II – III ადგილზე გასული სკოლები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით და სიგელებით ; ასევე, დაჯილდოვდება კომისიის რჩეული სამი სკოლა; მმართველის ბრძანებით შექმნილი დროებითი კომისია, კონკურსში წარმოდგენილ ბლოგებს შეისწავლის კრიტერიუმების მიხედვით: დიზაინი და სტრუქტურა; ბლოგზე განთავსებული ჩანაწერების შინაარსი და ხარისხი; გაფორმება შესაბამისი ფოტო-მასალით; მოსწავლეთა ინდივიდუალიზმი; გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა; განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ავტორების მიერ სტატიებისა და ფოტო-მასალის გამოქვეყნებისას საავტორო უფლებების დაცვას. ბლოგზე განთავსებული ჩანაწერები გაკეთებული უნდა იყოს ქართული შრიფტით. საკონტაქტო ტელეფონი: 599360429; ელ.ფოსტა: makvalakobuladze@gmail.com,"-ნათქვამია კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.