2023 წელს ვანის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. "განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მოეწყო 3 სკვერი, დამონტაჟდა გარე განათების ახალი სისტემა, გარემონტდა 30-მდე შენობის გარე ფასადი.
2023 წელს ვანში გაზიფიცირდა 4 სოფელი და 1 100-მდე აბონენტს ქსელზე დაერთების შესაძლებლობა მიეცა.
მიმდინარე წელს ვანში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14.8 კილომეტრ გზას. მიმდინარეობს 5.6 კმ გზის რეაბილიტაცია.
2023 წელს აღდგა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო გივი ყიფიანის სახელობის ტყე-პარკი. აშენდა და რეაბილიტირდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი. რეაბილიტირდა და მოეწყო თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სკვერი.
ვანში მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის განხორციელება. პროექტი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას და სათავიდან რეზერვუარამდე მიმავალი ქსელის შეცვლას ითვალისწინებს, რაც წყლის დანაკარგების შემცირებას შეუწყობს ხელს.
2023 წელს ვანში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 6 სკოლას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვანის N1 და სოფელ ზეინდრის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. ასევე, ხორციელდება სოფელ მუქედში საჯარო ბაღის მშენებლობა.