დედალაურის თემი - შემაღლებულ რელიეფზე გაშლილი სოფლები ჩაის მეურნებობა, დედალაური, ბესიაური, ჩუნეში და ხარაბაული, ულამაზესი ხედები, სუფთა ჰაერი და იმერლებისა და აჭარლების თანაცხოვრების კარგი მაგალითი.
მდებარეობს მუნიციპალური ცენტრიდან 10 კმ-ის მოშორებით, ზღვის დონიდან105 მეტრზე.
აქ იმერულ სამზარეულოსა და ცხოვრების ადათს, კარგად არის შერწყმული აჭარული იდილია. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ასობით აჭარელი ეკომიგრანტი ოჯახი, სწორედ დედალაურის თემში დაასახლეს.
თემს მდინარე გუბისწყალი ჩაუდის და მისი სხვადასხვა შენაკადები, დაკიდული ხიდები მოსახლეობისათვის კარგი საზაფხულო დასასვენებელი ადგილებია.
საუკუნეზე მეტია, სოფელ ბესიაურში ქვის კეცს ამზადებენ და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება.
დედალაურის თემში ადგილობრივებისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობა, მემცენარეობა და მესაქონლეობაა. აქ შეძლებთ გემრიელი ხილისა და თაფლის დაგემოვნებასაც.
როცა ხონში მობრძანდებით, აუცილებლად მოინახულეთ დედალაური, ისიამოვნეთ ლამაზი ბუნებით, იმერული სტუმართმოყვარეობით და დააგემოვნეთ ქვის კეცზე გამომცხვარი უგემრიელესი ხაჭაპური.