რეკლამა

ვინ დააზიანა ქუთაისში ცნობილი ნახატი?

ვინ დააზიანა ქუთაისში ცნობილი ნახატი?

ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე არსებული კედლის მხატვრობის დაზიანების ფაქტზე, შესაბამისი სამსახურების მიერ მოკვლევა ჩატარდა-ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის მერია ავრცელებს. 

"მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კედლის მხატვრობა დააზიანა უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იმყოფებოდნენ 2023 წლის 20 დეკემბრიდან 2024 წლის  21 იანვრის ჩათვლით.

21 იანვარს, ღამის საათებში, მათ დააზიანეს  ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე არსებული გრაფიტი. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველო იმ დღესვე დატოვეს.

აღნიშნული გრაფიტი შესრულებული იყო "ქარავან არტ ფორუმის"  ფარგლებში.   კედლის მხატვრობის ფრანგ ავტორთან,   ვინი გრაფიტთან მიღწეულია შეთანხმება - ის კვლავ ჩამოვა ქუთაისში და  "არტ ფორუმი ქუთაისი 2024-ის" ფარგლებში ნამუშევარს სრულად აღადგენს,"-აცხადებენ ქუთაისის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები