იტვირთება

შაურმის შემდეგ ხინკალი გაძვირდა

შაურმის შემდეგ ხინკალი გაძვირდა

რესტორანში ხინკალი გაძვირდა. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

კერძოდ, 2023 წლის დეკემბერში რესტორანში ხინკალი წლიურ ჭრილში 13.5%-ით არის გაძვირებული. აღნიშნული ცვლილება სავარაუდოდ, მისი ინგრედიენტების ფასის მატებას უკავშირდება.

მათ შორის აღსანიშნავია, ხორცის გაძვირება, კერძოდ, ძროხის ხორცის, რამაც მთლიანი ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა. საქსტატის მონაცემებით, წლიურ ჭრილში ძროხის ხორცი 13.9%-ით არის გაძვირებული. რაც შეეხება ღორის ხორცს, მისი ფასი წლიურ ჭრილში მცირედით 0.3%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება ხინკლის მომზადებისთვის საჭირო სხვა მასალებს - მწვანილი 5.2%-ით გაძვირდა; ფქვილი - 5.5%-ით შემცირდა; ხახვი - 17.4% არის შემცირებული.

ცნობისთვის, სხვადასხვა რესტორნების ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, კვების ობიექტებში ხინკლის ფასი 1.5-2.5 ლარის ფარგლებში მერყეობს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები