რეკლამა

"საირმე"-ში დასაქმებულები შესაძლოა კვლავ გაიფიცონ

"საირმე"-ში დასაქმებულები შესაძლოა კვლავ გაიფიცონ

მინერალური წყლების საწარმო "საირმე"-ში დასაქმებულები სამედიაციო პროცესს იწყებენ. როგორც დასაქმებულები ამბობენ, დამსაქმებელი 2023 წელს, 36-დღიანი გაფიცვის შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულებაზე უარს ამბობს.

 "ლაბორ •  LABOR საირმის ქარხნის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის შაკო ქობალიას უსამართლოდ გათავისუფლების, ასევე სხვა დასაქმებულების გათავისუფლების საფრთხის და 2023 წლის გაფიცვის შემდეგ შეთანხმების შედეგად მიღებული პუნქტების შეუსრულებლობის გამო, კიდევ ერთხელ მიმართავს სამედიაციო პროცესს.

 შეგახსენებთ, რომ 2023 წელს თებერვალში დაწყებული გაფიცვა 36 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც დასაქმებულთა შრომითი-სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესებულიყო,"-აცხადებენ პროფკავშირ "ლაბორ"-ში, რომელიც დასაქმებულთა ინტერესებს იცავს. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები