ნახევარ მილიონ ლარზე მეტს აღწევს ტყიბულში, ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალი. ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტში
23 საცხოვრებელ სახლს, მათ შორის 15 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავები გადახადა. სტიქიის შედეგად ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი აცხადებს, სრულმასშტაბიანი აღდგენითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
ძლიერი ქარის გამო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. ქარმა ასევე დააზიანა საცხოვრებელი კორპუსების და კერძო სახლების სახურავები.