TOPNEWS » მთავარი თემა » რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, რონი მესხმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახლად დანიშნული დირექტორი, აკაკი მაისურაძე წარუდგინა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამსახურებრივ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
აკაკი მაისურაძე აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

უკვე ყოფილი დირექტორი ივანე მჭედლიშვილი კი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu