TOPNEWS » მთავარი თემა » ვინ არის იასონ ჯავახიშვილი, რომლის პერსონალურ გამოფენას ქუთაისი მასპინძლობს?

ვინ არის იასონ ჯავახიშვილი, რომლის პერსონალურ გამოფენას ქუთაისი მასპინძლობს?

ვინ არის იასონ ჯავახიშვილი, რომლის პერსონალურ გამოფენას ქუთაისი მასპინძლობს?

ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალში - დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში მხატვარ იასონ ჯავახიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაში წარმოდგენილია ხელოვანის ფერწერული ნამუშევრები, რომლის ნახვის საშუალება მსურველებს 7 ოქტომბრამდე ექნებათ.

იასონ ჯავახიშვილი 1963 წელს დაიბადა ქუთაისში. ის ცნობილია პარიზის პეიზაჟებითა და ემოციური პორტრეტებით. მისი შემოქმედებითი გზა ადრეულ ასაკში დაიწყო ქუთაისის სამხატვრო სკოლაში, შემდეგ კი  ცნობილი მხატვრის, ბეჟან შველიძის სახელოსნოში გაგრძელდა. 70-80 -იან წლებში იასონი აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდულ გამოფენებში. 90 -იან წლებში კი ძალები სკულპტურაშიც მოსინჯა.

იასონის კარიერული გარდატეხა 2015-2024 წლებში, პარიზში მოხდა, სადაც ჯანმრთელობის გაუარესების გამო აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მან ქალაქის ხასიათის, მისი ქუჩების, კაფეებისა და ადამიანების ასახვა თავის ნამუშევრებში. ამ სერიამ მალევე მიიპყრო ფრანგული საზოგადოების ყურადღება, რამაც იასონს პარიზის სხვადასხვა გალერეაში როგორც ჯგუფურ, ისე პერსონალურ გამოფენებში მონაწილეობის საშუალება მისცა. იასონ ჯავახიშვილის შემოქმედება მრავალმხრივია და მოიცავს პორტრეტებს, ნატურმოტებსა და პეიზაჟებს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu