TOPNEWS » მთავარი თემა » “ბავშვები ბავშვებისთვის”-მასშტაბური კულტურული პროექტი იმერეთში

“ბავშვები ბავშვებისთვის”-მასშტაბური კულტურული პროექტი იმერეთში

“ბავშვები ბავშვებისთვის”-მასშტაბური კულტურული პროექტი იმერეთში

29 სექტემბრიდან იმერეთის რეგიონში საქართველოს კულტურის სამინისტროსა და  თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ ერთობლივი პროექტი „ბავშვები ბავშვებისათვის“ იწყება, რომელშიც ასევე ჩართული იქნებიან  ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეები: ნინი სანოძე (პედაგოგი: ეკა გიორგაძე) და ქრისტინე ქვათაძე ( პედაგოგი: ხათუნა ჯიმშელეიშვილი).

პროექტის ფარგლებში, სამუსიკო სკოლა  „ნიჭიერთა ათწლედის“  საბავშვო ორკესტრის მუსიკალურ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება  იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების მოზარდებისათვის (ორკესტრის ხელ: ირინე ოდიშარია).

პროექტის მიზანია: კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და  „ნიჭიერთა ათწლედის საბავშვო ორკესტრის“ ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლების ფართე საზოგადოებისთვის გაცნობა; იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებში (თერჯოლა, სამტრედია, ტყიბული, წყალტუბო, ხონი, ბაღდათი, ვანი), მოზარდებში კლასიკური მუსიკალური ხელოვნების მიმართ მეტი დაინტერესება; „ნიჭიერთა ათწლედის“ და იმერეთის რეგიონების მოსწავლეების ერთობლივი აქტივობების განხორციელება; მოზარდებში კლასიკური მუსიკასადმი სიყვარულის გაღვივება, პროფესიული სპეციფიკის,  უნარების და საბაზისო კომპეტენციების გამომუშავებაში დახმარება ახალგაზრდა მუსიკოსებისათვის და სხვა. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu