რეკლამა

რა კეთდება ქუთაისში?-ხელისუფლება პროექტების მონიტორინგს ახორციელებს

რა კეთდება ქუთაისში?-ხელისუფლება პროექტების მონიტორინგს ახორციელებს

ქუთაისში რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. 

უქიმერიონის გორაზე, გაფრინდაშვილისა და კიკვიძის ქუჩებზე, საყრდენი კედლების მიმდებარედ, გეოდინამიკური პროცესების გამო, ფერდობზე შესაძლო მეწყრული პროცესების თავიდან ასარიდებლად, დაიგეგმა ფერდის გამაგრება და საყრდენი კედლების განახლება.

სტიქიური მოვლენებისგან გამოწვეული ზიანის პრევენციის მიზნით ხორციელდება კიდევ ერთი პროექტი-მდინარე ოღასკურას კალაპოტის გაფართოება და დამცავი გაბიონების მოწყობა.

ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ავტომშენებლის ქუჩაზე, ოღასკურას მარცხენა სანაპიროზე, მიმდინარეობს ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა. სკვერში გათვალისწინებულია დასასვენებელი სივრცეების შექმნა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, პროექტი ითვალისწინებს ტერიტორიაზე არსებული მემორიალების რეაბილიტაციას და მიმდებარე სივრცეების კეთილმოწყობას.

ხარებავას ქუჩაზე მიმდინარეობს არსებული სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები