რეკლამა

საჩხერეში, მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში კონკურსები გაიმართა

საჩხერეში, მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში კონკურსები გაიმართა


საჩხერეში, მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში კალიგრაფიის კონკურსი „ქართული ხელნაწერი“ და დეკლამატორთა კონკურსი „შენ სისხლო ჩემო“ გაიმართა.

კონკურსები რეგიონული მასშტაბის იყო და მასში საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, ვანის, ტყიბულისა და ხონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

კალიგრაფიის კონკურსის ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში კალიგრაფი დავით მაისურაძე, მხატვარ-მონუმენტალისტი ლევან ჩხეიძე და მხატვარ-მონუმენტალისტი ბესო კუსიანი შედიოდნენ, გამარჯვებულები გამოავლინა: I ადგილი - თაკო ჯანჯალია (სამტრედია); II ადგილი - ლიზი ყიფშიძე (საჩხერე); III ადგილი - დავით კიკუტაძე (ვანი). 

დეკლამატორთა კონკურსის ჟიურის თეატრისა და კინოს მსახიობი მაკა შალიკაშვილი, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მსახიობი დავით დარჩია, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობები გურამ შუკაკიძე და გიორგი მუკმანიანი და თეატრმცოდნე ლია ვეშაპიძე წარმოადგენდნენ.

დეკლამატორთა კონკურსში I ადგილი ანა-მარიამ კამლაძემ (ზესტაფონი) დაიკავა, II - გიორგი ბოგვერაძემ (ზესტაფონი), ხოლო III ადგილი მფლობელი ბარბარე მამაცაშვილი (საჩხერე) გახდა.  

გამარჯვებულები საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ოთარ ომიაძემ დააჯილდოვა. კონკურსების ყველა მონაწილეს დიპლომები, ჯილდოები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. 

მაკა შალიკაშვილს მუზეუმის წარმომადგენლობისგან მუზეუმის საპატიო ელჩის წოდება მიენიჭა.

კალიგრაფიისა და დეკლამატორთა კონკურსები მუხრან მაჭავარიანის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა, რომლის საზეიმო დახურვა "საჩხერლობის" სახალხო დღესასწაულზე მოხდება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები