TOP-NEWS.GE / 24 დეკემბერს ხარაგაულში მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართება

24 დეკემბერს ხარაგაულში მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართება

24 დეკემბერს, 19:00 საათზე, ხარაგაულში, კულტურისა და დასვენების პარკის  მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, საახალწლო კონცერტი გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: სოფო ბედია, თემურ თათარაშვილი, მაია ჯაბუა, ელენე ფოჩხუა, ტატო გოდერძიშვილი, ნინუცა ბედიაშვილი, ნათია პერანიძე , ლიკა დოლიძე და like-ბენდი.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები ასევე მოიცავს საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს. ღონისძიებების პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუა დაასაჩუქრებს.

16:00 - ღონისძიების დასაწყისი;

16:00 - 18:00 ანიმატორების შოუ;
 
17:00 - 18:00 სანტას შეხვედრა ბავშვებთან და საჩუქრების დარიგება; 

18:00 - კონცერტის დასაწყისი;

20:00 - ფოიერვერკი

შემოგვიერთდით, ერთად შევქმნათ ჯადოსნური განწყობა!

16-12-2025, 16:42
უკან დაბრუნება