TOPNEWS » მთავარი თემა » ჭელიშის მამათა მონასტერს სააღდგომო ნობათი გადასცეს

ჭელიშის მამათა მონასტერს სააღდგომო ნობათი გადასცეს

ჭელიშის მამათა მონასტერს სააღდგომო ნობათი გადასცეს

რაჭა-ლეჩუმ-ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი- ზვიად მხეიძე, მერის პირველ მოადგილე- დავით გოგლიძე და საკრებულოს თავმჯდომარე- ასლან საგანელიძე  ჭელიშის მამათა მონასტერში იმყოფებოდნენ, სადაც მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ელიაზარს (ივანეიშვილი) აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული პირადად მიულოცეს და მონასტრისთვის სააღდგომო ნობათი გადასცეს.

ნიკორწმინდელი ეპისკოპოსის,  ვახტანგის (ლიპარტელიანი) ლოცვა-კურთხევით და ძეგლთა დაცვის სააგენტოს დახმარებით, 2020 წელს დასრულდა ჭელიშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები. აღდგა ნანგრევებად ქცეული ტაძარი, ასევე სამრეკლო და ტაძრის მიმდებარედ აშენდა  ბერებისთვის განკუთვნილი საცხოვრისი.

სააღდგომო ნობათი გადაეცათ ასევე ამბროლაურის  მუნიციპაიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 10 001 - მდე სარეიტინგო ქულის მქონე 75  ოჯახს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu