საინფორმაციო სააგენტო topnews.ge აგრძელებს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების გაშუქებას. სააგენტო ამჯერად ტყიბულის მერის, დავით ჩერქეზიშვილის ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ.
მერმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2022 წლის 29 დეკემბერს შეავსო. დავით ჩერქეზიშვილს მეუღლე და 4 შვილი ჰყავს.
დეკლარაციის მიხედვით, მერის მეუღლის, თინათინ ჩერქეზიშვილის სახელზეა თბილისში მდებარე ორი ბინა, საიდანაც ერთი მემკვიდრეობით აქვს მიღებული, ხოლო მეორე-შეძენილი. დავით ჩერქეზიშვილი ფლობს საცხოვრებელ სახლს თბილისში, რომელიც 2019 წელს აქვს შეძენილი. მერის სახელზეა მიწის ნაკვეთი, ოზურგეთში, სოფელ ნატანებში, რომელიც 2007 წელს აქვს შეძენილი.
დეკლარაციის მიხედვით, დავით ჩერქეზიშვილი ასევე ფლობს "მერსედეს ბენცი"-სა და "ნისან ჟუკი"-ს მარკის მსუბუქ ავტომობილებს.
მერს დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ ის შპს "აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი"-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია.