TOPNEWS » მთავარი თემა » იყავი გამორჩეული, შექმენი საკუთარი თავის უკეთესი ვერსია-საკვირაო სკოლა ქუთაისში

იყავი გამორჩეული, შექმენი საკუთარი თავის უკეთესი ვერსია-საკვირაო სკოლა ქუთაისში

იყავი გამორჩეული, შექმენი საკუთარი თავის უკეთესი ვერსია-საკვირაო სკოლა ქუთაისში

თუ ცხოვრობ ქუთაისში, გაქვს იდეა, გაქვს მიზანი და არ იცი, როგორ დაიწყო სიარული მიზნისკენ მიმავალ გზაზე ან სულაც, მიზნისკენ მიდიხარ და გზაში უბრალოდ გაიჭედე, გსურს აიმაღლო თავდაჯერებულობა, გახდე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და შექმნა შენი ხელწერა, მაშინ ეს საკვირაო სკოლა შენთვისაა!!!!!

ყურადღება!

საკვირაო სკოლაში, რომელიც სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება, მიიღებიან ქალბატონები 20 წლიდან 55 წლამდე ასაკის ჩათვლით. შეხვედრები კვირაში ერთხელ (შაბათი ან კვირა) გაიმართება. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათს შეადგენს. 

რას გთავაზობთ!

სამი თვის განმავლობაში გაიმართება 12 შეხვედრა. თითოეული შეხვედრა ერთ კონკრეტულ თემას მიეძღვნება (როგორ დავისახოთ მიზნები და მივაღწიოთ შედეგს, რა გვაფერხებს მიზნისკენ მიმავალ გზაზე, როგორ ვმართოთ სტრესი და შევამციროთ შფოთვა, სახელმწიფო პროგრამები და პროექტები, რომელიც მცირე მეწარმეებს და მეწარმეებს საკუთარი ბიზნეს იდეების რეალიზებაში ეხმარება, შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიები, გადამზადებისა და დასაქმების შესაძლებლობები სამუშაოს მაძიებლებისათვის, ახალგაზრდული პროგრამები და პროექტები და სხვა).  საკვირაო სკოლის მიმდინარეობის პერიოდში თქვენ პირისპირ შეხვდებით არაერთ ადამიანს და მოისმენთ შეუძლებელის შესაძლებლად ქცევის ისტორიებს. 

ასე, რომ ვისაც გსურთ ბოლომდე აავსოთ თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე საწვავის ავზი და შეუფერხებლად მიხვიდეთ მიზნამდე, გააოცოთ საკუთარი თავი და გარშემომყოფები, გამოგვყევით საინტერესო და სახალისო თავგადასავალში. 25 აპრილიდან 10 მაისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი CV სამოტივაციო წერილთან ერთად შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე Topnewscomge@gmail.com და დაელოდეთ ჩვენგან უკუკავშირს.

საკვირაო სკოლის პროექტს ახალი ამბების სააგენტო “ტოპნიუსი” https://www.facebook.com/; https://top-news.ge/ და სასტუმრო “როიალ კომფორტ ქუთაისი”  https://www.facebook.com/profile.php?id=61588320917281  ახორციელებს. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu