ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ წესთან, ბარაკონის ეკლესიის მიმდებარედ მიმდინარეობს ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები, რომელიც ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ღირებულება შეადგენს- 95 000 ლარს.
გასულ წელს განხოციელდა ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოს გალავანის და ტერიტორიის კეთილმოწყობა, შესრულდა არსებული შენობების სარემონტო სამუშაოები.
"ბარაკონის ეკლესია ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი, ძეგლია რაჭაში. ტაძარი ლუხუნისა და რიონის შესართავთან მდებარეობს, რის გამოც მას სვეტიცხოველსაც ადარებენ. განახლებული ინფრასტრუქტურა და კეთილმოწყობილი სივრცე შესაძლებლობას მისცევს მომლოცველებს და ტურისტებს დატკბენ, როგორც ტაძრის სიდიადით ისე უნიკალური ხედებით,"-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ.