რეკლამა

რა ეტაპზეა ხონის სოფელ გორდის სკოლის მშენებლობა?

რა ეტაპზეა ხონის სოფელ გორდის სკოლის მშენებლობა?

ხონის სოფელ გორდში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სკოლის არსებული შენობა ავარიული იყო, რის გამოც ხელისუფლებამ ახალი შენობის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სამუშაოები გაჭიანურდა, რის გამოც მშობლებმა უკმაყოფილება არაერთხელ დააფიქსირეს.

"ამ ეტაპზე არ მაქვს შენიშვნები. მომწონს მშენებლობის ტემპი და მოლოდინი მაქვს, რომ  გეგმის შესაბამისად წარიმართება პროცესი. საკმაოდ დიდი დრო დაჭირდა სკოლის რეაბილიტაციას, მაგრამ შედეგები გვექნება. საუკეთესო, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სკოლა ექნება ჩვენს მოსწავლეებს, როგორც სასკოლო, ისე სპორტული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით,"-აცხადებს ხონის მერი ლადო ჯურხაძე.

გორდის საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები