ჭიათურის კულტურის ცენტრის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ცენტრში ჭიათურის მკვიდრის, პაატა გვარუციძის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა (რედაქტორი-გიორგი დვალაშვილი).
"მთებს მონატრებული პოეტის ლექსები"
"მოხეტიალის დღიურები"
"თორღვაის ლანდი"
"მოთხრობები"
ასევე მოეწყო ავტორის ნახატების გამოფენა.
ერთ გრძელ და მოელვარე ლირიკულ მონოლოგს ჰგავს პაატა გვარუციძის შემოქმედება, რომელშიც ადამიანური განცდებისა და ფიქრების მთელი გამაა გაშლილი. უფლისგან ერგო ავტორს სამყაროს შეცნობის იდუმალი ნიჭი. მისთვის სიცოცხლის დვრიტა მშობელ მიწასთან სისხლისმიერი სიახლოვე, მთის პეიზაჟები, დილის ცვარი, თივის სუნით გაჟღენთილი ვრცელი მინდვრები, თმაგაშლილი ალვები, მტირალა ქარი და მიწის სურნელია. პაატა გვარუციძის პროზა და პოეზია გულწრფელი, სადა და სევდიანია, მშობლიური სანახებისა და მოყვასის სიყვარულით გაჯერებული.