რეკლამა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრავალფუნქციური კომპლექსი უძრავი ქონების პროექტების გალა-დაჯილდოების ოქროს გამარჯვებული გახდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრავალფუნქციური კომპლექსი უძრავი ქონების პროექტების გალა-დაჯილდოების ოქროს გამარჯვებული გახდა

 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მრავალფუნქციური კომპლექსი – Kutaisi International University A Block-KIU, Cartu – უძრავი ქონების პროექტების გალა-დაჯილდოების – FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards 2024 წლის ოქროს გამარჯვებული გახდა.

ბათუმში გამართული დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში, ოქროს ჯილდო ფონდ "ქართუს" პროექტების მართვის დირექტორს, ვახტანგ ცაგარელს გადაეცა.

FIABCI-Georgia-ს რიგით მეორე Prix d’ Excellence დაჯილდოებამ უპრეცედენტოდ მაღალი ინტერესი გამოიწვია. საქართველოს უძრავი ქონების გამორჩეული პროექტები წელსაც სექტორის ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.

ეროვნულ დონეზე გამარჯვებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, პროექტები FIABCI მსოფლიო დაჯილდოებაზე წარადგინონ.

აღსანიშნავია, რომ Kutaisi International University A Block-KIU ევროპული სტანდარტების შესაბამის აკადემიურ კორპუსს წარმოადგენს. ექვსსართულიან, 27.000 კვ.მ. ფართობის მქონე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საგანმანათლებლო კორპუსში განთავსებულია საერთაშორისო სტანდარტების სალექციო სივრცეები, სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები, ადმინისტრაციული ოფისები, სამკითხველო დარბაზები.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ".


ტეგები:

Facebook - კომენტარები