რეკლამა

"მიმდინარე სამუშაოები ხელს შეუწყობს გზაზე უსაფრთხო, კომფორტულ გადაადგილებას, მოსალოდნელი მავნე ზეგავლენის პრევენციას და კლიმატური მდგრადობის უზრუნველყოფას"

"მიმდინარე სამუშაოები ხელს შეუწყობს გზაზე უსაფრთხო, კომფორტულ გადაადგილებას, მოსალოდნელი მავნე ზეგავლენის პრევენციას და კლიმატური მდგრადობის უზრუნველყოფას"

 რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კლიმატური მდგრადობის უზრუნველყოფის სამუშაოები 5 მდებარეობაზე პარალელურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 5 სხვადასხვა მდებარეობაზე (კმ106.6-კმ109, კმ109.5, კმ114, კმ119, კმ125) ეწყობა ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამბა, ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები და ბეტონის კედელი.

ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე უკვე დასრულდა ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამბის, 3 მეტრის სიმაღლის ე.წ. ბერმის მოწყობა. ამავე გზის კმ106.5-კმ109 და 114-ე კმ მონაკვეთებზე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეებისა და ბეტონის ბლოკებისგან კედლის მოწყობა, ხოლო 109-ე კმ-ზე ეწყობა ბეტონის ბლოკების კედელი.

პროექტის ღირებულება 4,2 მლნ. ლარია და მისი დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.

"კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შედეგები სულ უფრო მკვეთრად ვლინდება მთელს მსოფლიოში. კლიმატის ცვლილების მავნე ზეგავლენების პრევენციისა და მაქსიმალური შემცირებისთვის აუცილებელია სხვადასხვა ღონისძიებების გატარება შესაბამის ადგილებში.

მიმდინარე სამუშაოები ხელს შეუწყობს გზაზე უსაფრთხო, კომფორტულ გადაადგილებას, მოსალოდნელი მავნე ზეგავლენის პრევენციას და კლიმატური მდგრადობის უზრუნველყოფას.

მსგავსი პროექტები უზრუნველყოფს საავტომობილო გზების მონაკვეთებზე კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციასა და ზეგავლენის შერბილებას,"-აცხადებენ გზების დეპარტამენტში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები