ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი ჩინური კომპანია „Sun Group“-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფოტოვოლტური მასალების წარმოება, მათ შორის, მზის ენერგიის პანელები, ფოტოვოლტური მოდულები და ენერგოსადგურები.
კომპანიამ ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დააფუძნა საწარმო "გეო სოლარ თექნოლოჯი" - ფოტოვოლტური მოდულების მწარმოებელი ქარხანა, 100 -ზე მეტი სამუშაო ადგილით, სადაც ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება.
დავით ერემეიშვილმა და „Sun Group“-ის თავმჯდომარემ ლანგ ქინსონგმა ისაუბრეს თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმოების მნიშვნელობაზე ქალაქის განვითარებაში, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გადამზადებისა და ურიერთთანამშრომლობის შესახებ.