TOPNEWS » მთავარი თემა » აგვისტოს ომში გარდაცვლილთა დედებს ქუთაისის მერიამ 1000-1000 ლარი გადასცა
აგვისტოს ომში გარდაცვლილთა დედებს ქუთაისის მერიამ 1000-1000 ლარი გადასცა

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში აგვისტოს ომში დაღუპული ქუთაისელი მებრძოლების ოჯახის წევრ ქალბატონებს შეხვდნენ.
ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ, მერის მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა გმირების დედებსა და მეუღლეებს ქალთა დღე მიულოცეს და კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა, სამშობლოსთვის გაღებული ყველაზე დიდი მსხვერპლის გამო.
2008 წლის საბრძოლო მოქმედებებს 9 ქუთაისელი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. ფელიქს კაკაურიძის, კობა კერვალიშვილის, გიგა გოგორიშვილის, თამაზ ნიკიტინის, დათუნა ავალიანის, დიმიტრი ჯაილოვის, გივი სახელაშვილის, ლევან კოხრეიძის და ირაკლი ჯანელიძის ოჯახებს ადგილობრივი თვითმმართველობისგან 1000-1000 ლარი გადაეცათ.