იტვირთება

იმერეთში 71 საშაურმეა რეგისტრირებული

იმერეთში 71 საშაურმეა რეგისტრირებული

საქართველოში რეგისტრირებული საშაურმეების 30.9% თბილისშია. ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი "ქუჩის საკვების" - საშაურმის სტატუსით სულ 537 ბიზნესოპერატორია რეგისტრირებული.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, BMG-ისთვის მოწოდებული საჯარო ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებულია 537 საშაურმე (ბიზნესოპერატორი). მათ შორის: თბილისში - 166, აჭარაში - 53, გურიაში - 27, იმერეთში - 71, კახეთში - 58, მცხეთა-მთიანეთში - 6, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 6, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 40, სამცხე-ჯავახეთში - 40, ქვემო ქართლში -36, შიდა ქართლში - 34.


ტეგები:

Facebook - კომენტარები