მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 9 ოქტომბერს, ქალაქ თერჯოლაში ყოველწლიური ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები“ გაიმართება.
ღონისძიების დ. კლდიაშვილის სახელობის სკვერში შედგება.
საფესტივალო პროგრამის დასაწყისი: 17:00 სთ.
• 17:00–21:00 იმერული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
• 17:00–21:00 კვების სივრცე: მწვადი, ყველი, თაფლი, ჩურჩხელა, ადგილობრივი მზარეულების ტრადიციული კერძები.
• 17:00-21:00 პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება, ფელამუშის მომზადება, ყურძნის დაწურვა საწნახელში.
• 17:00-20:00 საბავშვო გასართობი სივრცეები და სახალისო გაკვეთილები: თიხით ძერწვა, ღვინის ჭიქებისა და ბოთლების მოხატვა.
• 17:00-21:00 საგამოფენო სივრცე - „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“.
• 17:00-17:30 ქართული ხალხური საკრავების წარმოდგენა.
• 17:30-18:00 ღვინის კონკურსი.
• 18:00-18:30 კინტოების წარმოდგენა.
• 17:30-19:00 სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილის სესიები ადგილობრივ ღვინოზე.
• 19:00-21:15 კონცერტი: ჯგუფი „შერეკილები“; გიორგი მახარაშვილი; ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი.