TOPNEWS » მთავარი თემა » წყალტუბოში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა

წყალტუბოში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა

წყალტუბოში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა

წყალტუბოში ახალგაზრდული ფესტივალი მოეწყო, რომლის ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობა ჩატარდა. 

ცივ ტბაზე  ა(ა)იპ წყალტუბოს სპორტული კლუბების გაერთიანების  მმართველის, ირაკლი კუჭავას ორგანიზებით ნაოსნობის ტურნირი გაიმართა. 

მოეწყო მეწარმეთა გამოფენა და  ჩატარდა კონცერტი „წარმოაჩინე შენი თავი“. ნაოსნობის ტურნირსა და სხვა აქტივობებში გამოვლენილ გამარჯვებულებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები მერის მოადგილემ გია კვასტიანმა გადასცა.

ფესტივალი დიჯეის მუსიკით დასრულდა.

ღონისძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრების აქტიური ჩართულობით ჩატარდა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu