ხარაგაულში, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელ ზვარესა და წიფაში საუბნო გზების რეაბილიტაცია იწყება.
სამუშაოების განხორციელების მიზნით, ხარაგაულის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
მიმდინარე წელს, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარი გამოეყო.
აღნიშნული თანხიდან 300 000 ლარი ზვარის გზის რეაბილიტაციას მოხმარდება. პროექტი გარდამავალია და 2025 წელს დასრულდება. საერთო ჯამში, ზვარის გზის რეაბილიტაციისათვის 745 658 ლარია დაიხარჯება.
200 000 ლარი მიიმართა წიფის საუბნო გზის რეაბილიტაციისათვის. აღნიშნული პროექტიც გარდამავალია, რისთვისაც 497 000 ლარი დაიხარჯება.
შეგახსენებთ, რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ხარაგაულის 11 სოფელს აქვს მინჭებული.
ამ სოფლების უმრავლესობაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია.