TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოავლინეს
ქუთაისში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოავლინეს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“ ქუთაისში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოავლინა.
ჩატარებული ტექნიკური შემოწმებების შედეგად, ქალაქში მოქმედ რამდენიმე სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე ობიექტს წყლის მიწოდება შეუზღუდა.
“აღნიშნული ობიექტები წყალმომარაგების ქსელზე კანონის დარღვევით იყვნენ მიერთებულნი, რაც იწვევდა წყლის დანაკარგებს, ქსელში წნევის ვარდნას და ზრდიდა სასმელი წყლის ხარისხის გაუარესების რისკებს. მსგავსი ქმედებები აზიანებს როგორც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას, ისე კეთილსინდისიერ მომხმარებლებს,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.




