რეკლამა

ქუთაისის მეორე სკოლაში სტიპენდიები გაიცა

ქუთაისის მეორე სკოლაში სტიპენდიები გაიცა

ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის მე- 2 საჯარო სკოლაში წელს მეორედ გაიცა სახელობითი სტიპენდიები.

ახალი სტიპენდიატების წარდგენის ღონისძიებას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

სასტიპენდიო პროგრამას საფუძველი პირველი ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, დიდი პედაგოგის სილოვან ხუნდაძის შთამომავალმა ეკატერინე ასათიანმა, სკოლის დირექტორმა მურად ჯიშკარიანმა და პედაგოგმა მარინე რუსაძემ ჩაუყარეს. 

სილოვან ხუნდაძის, იოსებ ოცხელის, გიორგი ახვლედიანის, დიმიტრი უზნაძის, ნიკო ჯაფარიძის სახელობით სტიპენდიას ერთი წლის მანძილზე ყოველთვიურად მიიღებენ ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო საგნებში წარჩინებული, აქტიური მოსწავლეები. ასევე, სკოლის 3 კურსდამთავრებულს დაუფინანსდება ბაკალავრიატის პირველი კურსი.


ტეგები:

Facebook - კომენტარები