რეკლამა

GeoDP-მ მონაწილეობითი ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები მუნიციპალიტეტებს გააცნო

GeoDP-მ მონაწილეობითი ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები მუნიციპალიტეტებს გააცნო

,,საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) პროექტის „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“ ფარგლებში, საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში თვისებრივი კვლევები ჩაატარა.

კვლევის განხორციელებისას გამოყენებული იქნა შემდეგი ინსტრუმენტები:

• ფოკუს-ჯგუფები - ჩატარდა 11 ფოკუს-ჯგუფი, სადაც მონაწილეობას იღებდა 67 მონაწილე. მათ შორის, საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლები, მონაწილეობითი ბიუჯეტირების საბჭოს და ვერიფიკაციის ჯგუფის წევრები;
• ჩაღრმავებული ინტერვიუები - ჩატარდა ინტერვიუ 103 რესპონდენტთან - მერიისა და საკრებულოს ყოფილ თანამშრომლებთან, პროექტების ავტორებთან და მათ მხარდამჭერებთან, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის წარმმართველი ორგანოს წევრებთან, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების თანამშრომლებთან და დარგის ექსპერტებთან.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ახალციხის, ბათუმის, დუშეთის, გორის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ონის, საგარეჯოს, ქედის, ქუთაისისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების გამოცდილების გაანალიზებით და ექსპერტების შეხედულებების გაზიარებით, შესწავლილი ყოფილიყო მონაწილეობითი ბიუჯეტირების შემუშავებისა და განხორციელების პრაქტიკები, ასევე ამ პროცესში გამოვლენილი თანმდევი დაბრკოლებები და წარმატების ფაქტორები.

შესწავლილი პრაქტიკისა და ტენდენციების გათვალისწინებით, ბათუმის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ქუთაისისა და ონის მუნიციპალიტეტისთვის შემუშავდა რეკომენდაციები, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის გაუმჯობესების მიზნით.

კვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები „საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ სამუშაო შეხვედრის ფორმატში, 18-22 მარტის პერიოდში, თითოეულ მუნიციპალიტეტს ინდივიდუალურად წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტიური მოქალაქეები და დაინტერესებული პირები.

"საქართველოს განვითარების პლატფორმა“ (GeoDP) პროექტს - პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“,USAID Local Governance Program • ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა” ფარგლებში ახორციელებს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები