"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია იმერეთში მცხოვრებ ქალებს შეხვდა
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის გასვლითი შეხვედრები გრძელდება. ამჯერად, მორიგი მასშტაბური შეხვედრა იმერეთში, კერძოდ ქუთაისში გაიმართა, რომელსაც 130-ზე მეტი ქალი დაესწრო.
შეხვედრას ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ასევე ირმა ზავრადაშვილი და გრეტა წიწავა ესწრებოდნენ.
ღონისძიებას ქალთა ორგანიზაციის გამგეობისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები, ამასთანავე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა გაძლიერების მექანიზმებზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ორგანიზაცია ქალების აქტიური საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ჩართულობისთვის ქმნის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ქალთა როლის წინ წამოწევასა და ერთობლივ სამომავლო გეგმებს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იმერეთში არსებული მუხტი და ქალების მაღალი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ორგანიზაცია სწორ და ძლიერ პლატფორმას ქმნის თითოეული ქალის მხარდასაჭერად.





