TOPNEWS » მთავარი თემა » რა გახდა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი?

რა გახდა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი?

რა გახდა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი?


საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მასობრივ გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

 “19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა.
ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვის შედეგად, ელექტროსისტემაში მოხდა ელექტრული პარამეტრების დარღვევა, გამოირთო ენგურჰესი და სხვა დიდი და მცირე  ელექტროსადგურები.

გენერაციის ობიექტების გამორთვის შედეგად, 11:15 საათზე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მომხმარებლის  დაახლოებით 90% შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება, უმოკლეს დროში, 35 წუთში მოხერხდა ელექტროენერგეტიკული სისტემის გამანაწილებელ კომპანიებზე ელექტროენერგიის სრულად მიწოდება. 
ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაიწყება გამოძიება,”-აცხადებენ “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-ში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu