TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისი კიბერფეხბურთის მასშტაბურ ტურნირს მასპინძლობს

ქუთაისი კიბერფეხბურთის მასშტაბურ ტურნირს მასპინძლობს

ქუთაისი კიბერფეხბურთის მასშტაბურ ტურნირს მასპინძლობს

ქუთაისი კიბერფეხბურთის მასშტაბურ ტურნირს მასპინძლობს. 30 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით,  ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაცია ტურნირს  "ქუთაისის  თასი 2025" ატარებს.

ტურნირში 256 კონკურსანტი  მონაწილეობს,  რომელთა შორისაც გამოვლინდება ერთი გამარჯვებული და მოიპოვებს “ქუთაისის თასს”.

ტურნირის შესარჩევი ეტაპები  რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე იმართება.  ღონისძიების გახსნას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი ესწრებოდნენ.

 კიბერფეხბურთის ტურნირის  ფინალი და გამარჯვებულთა დაჯილდოება 2 მაისს,  თეთრ ხიდზე შედგება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu