TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის მერიასთან მორიგი აქცია გაიმართება

ქუთაისის მერიასთან მორიგი აქცია გაიმართება

ქუთაისის მერიასთან მორიგი აქცია გაიმართება

ქუთაისის მერიასთან მორიგი აქცია გაიმართება.

როგორც აქციის ანონსშია ნათქვამი, ქუთაისის მერიის წინ (პროტესტის ჩვეულ ადგილას) მოქალაქეები 31 მარტის მონაპოვრის, ქართველი ხალხის ღირსების, ჩვენი იდენტობისა და ისტორიული არჩევანის დასაცავად შეიკრიბებიან. 

“1991 წლის 31 მარტს, სარეფერენდუმო კითხვაზე:

„თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“

ქართველმა ხალხმა ერთსულოვნად გასცა ისტორიული პასუხი - დიახ!

რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. 

31 მარტის რეფერენდუმის შედეგის საფუძველზე უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.  

რეფერენდუმში მონაწილეთა 99%-მა უარი თქვა იმპერიალისტურ ბორკილებზე და მტკიცედ განაცხადა საქართველოს და ქართველი ხალხის ურყევი ნება - არასდროს დაბრუნდეს საქართველო საბჭოთა წყობილებაში. 

სწორედ ამიტომ, 31 მარტი ქართველების ეროვნული დღესასწაულია. 

ამავდროულად, ქართველი ხალხის ისტორიული მონაპოვრის დაცვა დღეს ჩვენი მოვალეობაა. განსაკუთრებით ახლა, როცა ჩვენი ისტორიული არჩევანი საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში მუდმივად საფრთხის ქვეშაა. 31 მარტს, 19:00 სთ.-დან ვიკრიბებით ქუთაისის მერიასთან. 

31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას, დაბადების დღეა, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში განსაკუთრებული როლი აქვს”. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu