TOPNEWS » მთავარი თემა » ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილესთან, თეიმურაზ გამცემლიძესთან, ეროვნული მუზეუმის დირექტორ-დავით ლორთქიფანიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერ დავით ლობჟანიძესთან ერთად, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაათვალიერა.    
 
ვიზიტის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე შეაფასეს მუზეუმის არსებული მდგომარეობა და იმსჯელეს მუზეუმოგრაფიის პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით. 
 
აღსანიშნავია, რომ ონის მხარედმცოდნეობის მუზეუმი, მუზეუმების განვითარების პროცესის ფარგლებში, საქართველოში ყველაზე დიდ სამუზეუმო გაერთიანებას,  ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა.  

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მოიცავს საცავს წლების განმავლობაში დაგროვილი მნიშვნელოვანი არტეფაქტებისათვის. ახალ მუზეუმში ყველა უნიკალური ნივთის განთავსება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება შესაძლებელი. 


საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu