ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკვერების ნაწილში წიწვოვანი ჯიშის ხეები ხმება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ამბროლაურის მერიის ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტმა დაზიანებული ხე-მცენარეებიდან აღებული ნიმუშები სსპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადააგზავნა, სადაც მიკოლოგიური კვლევა ჩაატარა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ხმობის პროცესი გამოწვეულია ციტოსპოროზის ბაქტერიის მიერ (სოკოვანი დაავადება).
"ხმობის პროცესის შეჩერებისა და ჯანმრთელი ხეების დაცვის მიზნით, აუცილებელია სანიტარული ჭრის ჩატარება და სპეციალური პრეპარატების საშუალებით ტერიტორიის შეწამვლა.
თითოეული მოჭრილი ხის ადგილზე დაირგვება ახალი ნერგი,"-აცხადებენ მერიაში.