თერჯოლაში სიჩქარის მზომი დამატებითი ვიდეოკამერები დამონტაჟდება.
"მოსახლეობის საყურადღებოდ!
თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან ტყიბულის მიმართულებით, სექციური სიჩქარის მზომი ვიდეოკამერები დამატებით რამდენიმე ადგილზე ამუშავდება, რაც უზრუნველყოფს საავტომობილო გზებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვით გადაადგილებას.
მიმდინარე წლის, 20 ოქტომბრიდან სექციური სიჩქარის მზომი კამერები ჩაირთვება ქალაქ თერჯოლის მე-2 საბავშვო ბაღიდან ჩხარის N2 საჯარო სკოლამდე (მეტლახის დასახლება).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დავიცვათ კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების წესები,"-ნათქვამია თერჯოლის მერიის განცხადებაში.