რეკლამა

იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სრულდება

იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სრულდება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე, ტყიბული-ამბროლაურის დამაკავშირებელი 9 კმ-იანი მონაკვეთის (ნაქერალას უღელტეხილი) რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. 

აღნიშნული გზა ერთმანეთთან აკავშირებს იმერეთსა და რაჭას. გზა გადის რამდენიმე სოფელთან, სხვადასხვა ტურისტულ ობიექტთან და ეკლესია-მონასტრებთან. 

"შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ტურიზმის განვითარებისთვის.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება გზის სავალ ნაწილს, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, მათ შორის, ახალი რკინა-ბეტონის მილები, გაბიონის კედლები, რკინა-ბეტონის კიუვეტები და სხვა. ასევე, გათვალისწინებულია მიერთებების, ადგილობრივი და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების და საგზაო ნიშნების მოწყობა. მოინიშნება გზის სავალი ნაწილიც,"-აცხადებენ დეპარტამენტში. 

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარამდე ფინანსდება. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები